ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
18.05.2025 - ადამიანი და კანონი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არის საერთაშორისო სასამართლო, რომელიც შეიქმნა 1959 წელს.
1998 წლიდან იგი გახლავთ სრულ განაკვეთზე მომუშავე სასამართლო, სადაც ფიზიკურ პირებს პირდაპირი მიმართვის უფლება აქვთ.
თითქმის ორმოცდაათი წლის განმავლობაში სასამართლომ გამოიტანა 10,000-ზე მეტი გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებები სავალდებულოა მოცემული ქვეყნებისათვის და იწვევს მთავრობების მიერ მათი კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პრაქტიკის ცვლილებას მრავალ სფეროში. სასამართლოს პრაქტიკა კონვენციას ძლიერ ცოცხალ ორგანიზმად აქცევს, რომელიც მზადაა შეხვდეს ახალ გამოწვევებს და მოახდინოს კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის კონსოლიდაცია ევროპაში.
სასამართლო სტრასბუგში, ადამიანის უფლებათა შენობაში მდეობარეობს, რომელიც ბრიტანელი არქიტექტორის ლორდ რიჩარდ როჯერსის მიერ 1994 წელს იქნა დაპროექტებული. შენობა ცნობილია მთელს მსოფლიოში. სწორედ ამ შენობიდან ხდება 700 მილიონი ევროპელის უფლებების პატივისცემაზე ზედამხედველობა სასამართლოს მიერ, რომლებიც ევროპის საბჭოს იმ 46 წევრი ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომელთაც რატიფიცირებული აქვთ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.