თუ პოლიციიდან დაგირეკეს და დაგიბარეს გამოკითხვაზე

03.06.2025 - ადამიანი და კანონი

თუ პოლიციიდან დაგირეკეს და დაგიბარეს გამოკითხვაზე

პოლიციიდან დაკავშირების დროს ხშირად მათი მხრიდან ისე ხდება კომუნიკაციის წარმართვა, რომ თითქოს მოქალაქე ვალდებულია გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღოს, თუმცა ეს ასე არ არის, პოლიციაში მისვლა და გამოკითხვაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, გარდა ერთი გამონაკლისისა პოლიციაში გამოცხადება და გამოკითხვაში მონაწილეობა მხოლოდ სავალადებულოა, როდესაც მობილურის ან ტელეფონის ნომრის აქტივაციასთან დაკავშირებით იბარებს პოლიცია მოქალაქეს, ამიტომ პოლიციიდან დაკავშირებისას პირველ რიგში უნდა გაარკვიოთ რა საკითხზე ხართ დაბარებული, პოლიციელს კი თავიდანვე არ დათანხმდეთ მისვლაზე უთხარით, რომ დრო გჭირდებათ მოსაფიქრებლად და შემდგომ როდესაც ჩამოყალიბდებით გსურთ, თუ არა გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება შემდგომ შეატყობინებთ პოლიციას თქვენი პოზიციის შესახებ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თქვენ თუ გამოკითხვაში პოლიციაში არ მიხვალთ შესაძლოა შემდგომ დაგიბარონ სასამართლოში დაკითხვაზე სადაც უკვე ვალდებული იქნებით, რომ გამოცხადდეთ. შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, თუ საბოლოოდ შეიძლება რომ მაინც ვალდებული ვიყო ინფორმაცია მივაწოდო პოლიციას რატომ არ დავთანხმდე თავიდანვე სამართალდამცავ ორგანოებს გამოკითხვაში მონაწილეობაზე? ამ კითხვაზე პასუხი არის ის, რომ პოლიციაში შეიძლება თქვენი უფლებები დაარღვიონ გამოკითხვისას, რაც ფაქტობრივად გამორიცხულია სასამართლოში. საბოლოოდ ჩვენი რჩევა იქნება, რომ თუ პოლიციას დათანხმდებით გამოკითხვაში მონაწილეობაზე აუცილებლად ისარგებლოთ ადვოკატის მომსახურებით, რადგან თქვენი უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული და გახსოვდეთ, რომ თქვენი მიწოდებული ინფორმაცია პოლიციაში არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ ამ მიწოდებული ინფრომაციით შეიძლება გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმის ბედი.