უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია უქმდება
29.12.2025 - ადამიანი და კანონი
უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია უქმდება
ა) იმ უფლების რეგისტრაციით, რომლის უზრუნველსაყოფადაც მოხდა წინასწარი რეგისტრაცია;
ბ) ვადის გასვლით, თუ ვადა დადგენილი იყო;
გ) მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე;
დ) ამ ნივთზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სხვა პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციით, გარდა აღნიშნული ნივთის მესაკუთრედ სამართალმემკვიდრის რეგისტრაციისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როცა საკუთრების უფლების გაუქმებით ეს ნივთი მესაკუთრის გარეშე რჩება.